მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის...

ზუგდიდში მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

Published on

ზუგდიდში  მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრებისა  და მხარდამჭერების საპროტესტო  აქცია მიმდინარეობს. 
 
აქციის მონაწილეები  იუსტიციის სახლიდან მსვლელობით გაემართნენ სუსის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობის  შენობისკენ და რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს.
 
. ,,თავისუფლება თენგოს,,  – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და მოუწოდებენ სუსის უფროსს, გამოვიდეს გარეთ და პასუხი გასცეს მათ მოთხოვნებს.
 
 
ამ წუთებში  აქციის მონაწილეებმა სუსის შენობაში რეგიონული სამსახურის უფროსთან შეხვედრის მიზნით შესვლა სცადეს. მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ  არ მისცა.
 
შეგახსენებთ ,  თენგიზ ქობალია გასული წლის .  24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. თენგიზ ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს
 
 

.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...