მთავარისიახლეებისამართალითენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. ცენტრალური გზა გადაკეტილია

თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ. ცენტრალური გზა გადაკეტილია

Published on

ზუგდიდის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ქობალიას ოჯახის წევრები და მეგობრები საპროტესტო აქციას აგრძელებენ.
 
მას შემდეგ, რაც  მათი მცდელობა, შეხვედროდნენ სუსის რეგიონალური სამსახურის უფროსს,  უშედეგოდ დამთავრდა, აქციის მონაწილეებმა ბულვარის მიმდებარედ  ცენტრალური  გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მათგან გზის გახსნას მოითხოვს. 
 
აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობა 150 კაცს აღემატება, აცხადებენ, რომ  ადგილზე  დარჩებიან, სანამ სუს-ის უფროსისგან არ მიიღებენ პასუხს კითხვაზე,  რატომ იდევნება  თენგიზ ქობალია უსაფუძვლო  ბრალდებით დანაშაულისათვის, რომელსაც იგი არ აღიარებს.
 
,, ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს წაუყენეს და რომლის საფუძველზეც  იგი  თბილისის    საქალაქო სასამართლომ  პატიმრობაში დატოვა, უსამართლოა. აქედან არ წავალ, სანამ არ მივიღებ პასუხს კითხვაზე, რატომ არ დაკმაყოფილდა გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლების შუამდგომლობა, რომელსაც 8 ათას  მოქალაქეზე მეტი აწერს ხელს, მით უფრო, რომ სასამართლომ სატანადოდ ვერ დაასაბუთა   გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების  შესახებ.  მე ვითხოვ შეხვედრას სუს-ის რეგიონალური სამსახურის უფროსთან აქ და გენერალურ პროკურორთან თბილისში. მინდა მივიღო პასუხი, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ჩემი შვილის ხმაურიანი დაკავება საკუთარ კაბინეტში და ხელბორკილებით   გამოტარება იმ ხალხის წინაშე, რომელიც პატივს სცემს და კარგად იცნობს მას თავისი კეთილსინდისიერი შრომითა და წესიერებით. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ ის არსად დაემალებოდა მართლმსაჯულებას  არც დაკავებამდე და მით უფრო ახლა, როცა თვად არის დაინტერესებული გაირკვეს სიმართლე.  რადგანაც, როგორ შექმნილი სიტუაციიდან ირკვევა, არ უნდა მქონდეს დიდი იმედი, რომ დვალიშვილი შემხვდება  –   ძალიან შეურაცხყმოფელია, რომ რეგიონული სამსახურის უფროსის ბრძანებით დღეს სუს-ის ხ შენობაში არ შემიშვეს და არც თავად გამობრძანდა, რომ მოესმინა ჩემთვის.  ამიტომ  ბოლო იმედად  შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მრჩება.''
 
თენგო ქობალია კრიმინალი არ არის, იგი მოხვედრილია სრულ გაუგებრობაში და ფაქტობრივად ეწირება ბრძოლას , რომელიც საქმის მთვარი ფიგურანტების წინააღმდეგ მიმდინარეობს.  თბილისის საქალაქო სასამართლობ მიიღო სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, როცა იგნორირება გაუწია ზუგდიდელების შუამდგომლობას თენგო ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების  თხოვნით და პატიმრობაში დატოვა იგი.'არ დავიშლებით, სანამ არ მივიღებთ პასუხს კითხვებზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გვაქვს ' – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 
 
 
ცნობისათვის: თენგო ქობალიას მხარდამჭერებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტი თბილისშიც, საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშიც გამოხატეს და პროკურატურასთანაც  შეიკრიბნენ, თუმცა    შეკრებილებს იქაც არავინ გამოხმაურებია.
 როგორ თენგიზ ქობალიას ადვოკატი  იოსებ ჯანაშია ამბობს,  ოჯახს    პროკურორთან ჰქონდა მთავარი შეკითხვა, რატომ ითხოვს იგი  ასეთი მონდომებით, თენგიზ ქობალიას პატიმრობაში დატოვებას.
 
როგორც ადვოკატი ამბობს,  დაცვის მხარემ წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებდა, რომ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ იყო. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ 105 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეცვალას ითხოვდა, რომლის ნაწილი ფულადი თანხით, ნაწილი კი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნებოდა. ადვოკატი ადასტურებს,  რომ წარადგინეს 8 ათასზე მეტი მოქალაქის, ასევე პარლამენტის რამდენიმე წევრის, ხელმოწერაც, ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნაზე. ასევე თენგიზ ქობალიას ჯანმრთელობის ცნობა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება უცლელი დატოვა.
 
„ეს არის ცალ კარში ბურთის თამაში. ეს არის აშკარა უკანონო გადაწყვეტილება. რეგიონიდან ჩასული ამ ოდენობის მხარდამჭერები, როგორიც დღეს ჩავიდა ზუგდიდიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ალბათ არ ახსოვს“, – განაცხადა თენგიზ ქობალიას ადვოკატმა.
 
მისივე თქმით, საქმის არსებითი განხილვა 14 თებერვალს ჩაინიშნა. აქცია თბილიში ამ ეტაპზე დაიშალა, რადგან ბრალდებულის დედა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ახლა  კი მან ზუგდიდში განაგრძო ბრძოლა შვილის ღირსების დაცვისთვის. 
 
შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2018 წლის 24 დეკემბერს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავა.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით. რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. სწორედ აღნიშნულ საქმეს უკავშირდება თენგიზ ქობალიას დაკავებაც. ყოფილ მერს და მის მოადგილეს ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ისევე როგორც თენგიზ ქობალია.

სიახლეები

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....