მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველო მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების ტრანზიტი დაუშვას" - სკანდალური ინტერვიუ რუსულ "კომერსანტში"

“საქართველო მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების ტრანზიტი დაუშვას” – სკანდალური ინტერვიუ რუსულ “კომერსანტში”

Published on

ჟენევის შეხვედრამდე 24 საათით ადრე რუსულ პრესაში აქტიური კამპანია დაიწყო – რუსული მედია ამტკიცებს, რომ საქართველოს რუსეთთან დათმობაზე წავიდა და მზადაა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების ტრანზიტი დაუშვას.
 
რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში რუსი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც დაკონკრეტებულია არ არის, აცხადებს, რომ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს აიძულებს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიაროს.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, ამ კამპანიას "პოლიტიკური მიზნებით აგორებულს" უწოდებს და ამბობს, რომ ქართული მხარე არანაირ დათმობაზე არ მიდის.
 
სერგი კაპანაძე, რომელიც 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებაში ქართულმა მხარე ზუსტი კოორდინატები ჩადო, რუსულ პრესაში მითითებული ადგილები კი ამ ტერიტორიებისგან ოდნავ დაშორებულია.
 
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას მხოლოდ იმ შემეთხვევაში წარმოადგენს, თუ რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომავალი ტვირთები ამ ტერმინალის გვერდის ავლას შეძლებენ. საქართველოს ინტერესი ამ ხელშეკრულებაში შვეიცარული კომპანიის მეშვეობით სწორედ ამ ტვირთების აღრიცხა და კონტროლია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...