მთავარისიახლეებისაზოგადოება„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში“ - დიმიტრი შაშკინი

„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში“ – დიმიტრი შაშკინი

Published on

„საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში,“ – ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”რეფორმატორთა კლუბის” დამფუძნებელმა, დიმიტრი შაშკინმა გააკეთა.
 
მისი თქმით, საატესტატო გაუქმება განათლების სისტემის ფუნდამენტურ რღვევას გამოიწვევს. შაშიკნის თქმით, გამოცდები ცოდნის შეფასების საუკეთესო საშუალებაა.
 
„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც არის განათლების სისტემა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაანგრიო ფუნდამენტი და გააფუჭო ყველაფერი ის, რაც ახლა არსებობს. მე მინდა გითხრათ, რომ საატესტატო გამოცდებს გაუქმებით, აღდგება კორუფცია სკოლებში, ატესტატის აღებისთვის მშობლები გადაიხდიან ქრთამს, ეს ქრთამი იქნება პირდაპირი გოჭების, ქათმების, ფულის სახით, ან ფარული რეპეტიტორების სახით. საატესტატო გამოცდების გაუქმებით, მოკვდება ისეთი მნიშვნელოვანი დისციპლინების სწავლა სკოლებში, როგორიც არის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. მსოფლიოში არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც არ ტარდება გამოცდები,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...