მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" ოფისი პარტიის 14-ვე ლიდერმა უკომენტაროდ დატოვა

“ქართული ოცნების” ოფისი პარტიის 14-ვე ლიდერმა უკომენტაროდ დატოვა

Published on

სიღრმისეული პრობლემები არსებობს ჭიდაობის ფედერაციაში და სამინისტროსთან ერთად მოკვლევა დაიწყება, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა მოჭიდავე ზურა დათუნაშვილთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
 
ყაველაშვილმა ისაუბრა იმ პროცესებზე,რომელიც უნდა განვითარდეს ჭიდაობის ფედერაციაში, რათა სიტუაცია გამოსწორდეს.
 
"გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო ზურას შეხვედრისთვის. გულწრფელი საუბარი შედგა ჩვენ შორის. გულწრფელი ვიქნები იმაშიც, რომ სიღრმისეული პრობლემები არსებობს ჭიდაობის ფედერაციაში. საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი,მიდგომებია შესაცვლელი,რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა.ზედამხედველობის თვალსაზრისით სამინისტროსთან ერთად უნდა დავიწყოთ მოკვლევა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და ზურასაც შეეძლოს ასპარეზობა ," – განაცხადა ყაველაშვილმა.
 
თავის მხრივ, დათუნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული მზადყოფნისთვის და განაცხადა, რომ ყაველაშვილისგან დაპირება მიიღო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.
 
"ვესაუბრე. გულწრფელად მოვუყევი ჩემი პრობლემების შესახებ. მისგან მივიღე დაპირება, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება," – აღნიშნა დათუნაშვილმა.
 
კითხვაზე: განაგრძობს თუ არა დათუნაშვილი ასპარეზობას, მისი თქმით, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა ისევ რჩებიან ფედერაციაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...