მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ ახალი გუნდი პირველიდან მეექვსე რიგში გაამწესეს- მითხარი, სად დაგსვეს პარლამენტში...

„ქართული ოცნების“ ახალი გუნდი პირველიდან მეექვსე რიგში გაამწესეს- მითხარი, სად დაგსვეს პარლამენტში და გეტყვი, რას ფიქრობს შენზე ,,ის”

Published on

„ქართული ოცნების''   ე.წ ახალი გუნდი პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკანა რიგებში გაამწესეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პირველი რიგიდან მე-6 ზე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მე-7 რიგში აღმოჩნდა.   ამის საფუძველზე მმართველი გუნდის წევრებს შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შელაპარაკებაც კი მოხდა.ინფორმაციას ამის შესახებ ნიუპოსტი აქვეყნებს. .

 
 ადგილების ამ  გადანაცვლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტიაში არსებული დაძაბული ვითარება  და  სკამების რყევა შიდაპარტიულ იერარქიაში, რაც მათემატიკის კანონის საწინააღმდეგოდ ადრეთუ გვიან უსათუოდ აისახება  ჯამზე  – ქართული ოცნების მომავალზე, საქმე აქ დროშია, და თუ ვინმე თავის  პოლიტიკას  მათემატიკურ, უფრო ზუსტად ფინანსურ გათვლებზე აგებს, მალე დადგება ჯამის შეცვლის ანუ ამ გათვლების კრახის  წინაშე,
 
ნაკლებად მნიშვნელოვანია,   საიდან სად გადასვეს  თალაკვაძეები და მდინარაძეები დღეს ( არ არის გამორიცხული, ისინი იქიდანაც მოასრიალონ ), მაგრამ  შიდაპარტიული რღვევის ეს მცირე გამოვლინება უთუოდ არის ერთი პატარა ნიშანი  იმისა, რომ პარტიაში სიტუაცია  იცვლება  .და, თუ ამ სიტუაციის  გადალაგებისთვის პარლამენტში დასასხდომი  რიგების გადანაწილებაზეა აქცენტი,   ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე ეს პრობლემას ვერ გადაჭრის და   ამდენად  სხვათა ადგილის განმსაზღვრელს  შესაძლოა სულ მალე მოუხდეს ხელის აღება  განზრახვაზე კიდევ მრავალი წლით გაიფორმოს კარტბლანში პრივატიზებულ პარლამენტში.   
 
 სად, რომელ რიგში გადაინაცვლებს თავად იგი და შეხვდება თუ არა საერთოდ დასაჯდომი ადგილი ამ  ქვეყანაში სადმე, ერთი დაწესებულების გარდა? 
 
,,ნიუ პოსტის'' ფოტო
 
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...