მთავარისიახლეებიპოლიტიკალუკა ჩხეტია უკრაინაში არ შეუშვეს - ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

ლუკა ჩხეტია უკრაინაში არ შეუშვეს – ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

Published on

„დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია კიევში არ შეუშვეს- ინფორმაცია ამის შესახებ „ოდიშინიუსს“ ჩხეტიას ახლობელმა დაუდასტურა.“ეფესბეს დავალებაა ეს და ამიტომაც არ შეუშვეს, ბორისპოლის აეროპორტიდან გააბრუნეს, გახარიას დავალებაა და კარგად ასრულებენ“- განაცხადა მანუჩარ ჩხეტიამ. მისივე ინფორმაციით ლუკა ჩხეტია სტამბოლში ჩავა, იქედან კი ევროპის რომელიმე ქვეყნისკენ აიღებს გეზს და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ბატალიონ „დონბასის“ ქართველი მებრძოლი  ლუკა ჩხეტია, უკრაინელ მებრძოლებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 თებერვალს გირაოს სანაცვლოდ  გაათავისუფლა. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქე 2018 წლის 2 დეკემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...