მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური აქციაზე - ზუგდიდში თენგიზ ქობალიას მხარადასჭერი აქცია მიმდინარეობს

ხმაური აქციაზე – ზუგდიდში თენგიზ ქობალიას მხარადასჭერი აქცია მიმდინარეობს [Video]

Published on

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ისინი დღეს ზუგდიდში შეიკრიბნენ და იუსტიციის სახლიდან მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთით იუსტიციის სახლთან გადაკეტეს. ამის შემდეგ გზა სუსიის შენობისკენ გააგრძელეს შძახილებით- „თავისუფლება თენგოს“. თენგიზ ქობალიას დედამ და რამდენიმე პირმა სუს-ის შენობაში შეჭრა სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აზა ჯოლოგუა ითხოვდა სუს-ის უფროსთან შეხვედრას. ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე თენგიზ ქობალიას დედა ცუდად გახდა. მან აქციის მონაწილეებთან ერთად ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლა, რის გამოც გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. „ ვითხოვ უდანაშაულო შვილის გათავისუფლებას, ყველამ იცის რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და გამოუშვან, 8 ათასი კაცის ხელმოწერა გვქონდა, მაგრამ რა გაითვალისწინა ხელისუფლებამ? არაფერი. კანდალებით რომ გამოიყვანეს ჩემი შვილი, რეციდივისტი იყო?..ერთადერთი იმედი მაქვს- ვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, ვფიქრობ, მომისმენს და გაიზიარებს ჩემს გულისტკივილს“- განაცხადა აზა ჯოლოგუამ.

 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...