მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელია ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელს კახა ფარცვანიას გადადგომისკენ მოუწოდებს

ბაჩანა შენგელია ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელს კახა ფარცვანიას გადადგომისკენ მოუწოდებს

Published on

მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. შენგელია ია კერზაიას პოლიტიკურ დევნაში მთავარ დამნაშავედ სწორედ კახა ფარცვანიას მიიჩნევს და მას მორალურ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. ბაჩანა შენგელიამ ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ,,ოდიშინიუსი,, მას უცვლელად გთავაზობთ. ,,ვაღიარებ, არ არის მარტივი ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მხოლოდ ფაქტებია და აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო. სამწუხაროდ, ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც საკამაოდ დიდი მორალური წვლილი მიუძღვის იას საქმეში და შესაბამისად, მის გარდაცვალებაში. ადამიანი, რომელმაც 22 ნომბერს მიიღო დასკვნა და მინისტრის ბრძანება სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე და ყველაფერი გააკეთა, რომ 26 ნოემბრამდე არ ყოფილიყო იასთვის ამის შესახებ ცნობილი. ამ მოქმედებით თითქმის ოთხი დღით გახანგრძლივდა მისი ნერვიულობის და სტრესის პერიოდი და შეამცირა დრო სამართლებრივი მოქმედებებისთვის. გარდა ამისა, ის არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი იას მიმართ (და არამარტო იას მიმართ) განხორციელებული პოლიტიკური დევნაში. ეს ყველაფერი არის დადასტურებული დოკუმენტალურად და ამ ყველაფერს უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ. მას ამ ეტაპზე ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა, თუმცა მომავალში არც სამართლებრივს გამოვრიცხავთ. ძალიან საეჭვოდ ემთხვევა მე-6 სკოლიდან მისთვის მიწერილი წერილები სკოლაში არსებულ პრობლემებზე, რაც ინსპექტირების სამსახურმა პირიქით შემოუტრიალა იას და მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. ისე რა მორალზე შეიძლება ესაუბრო ადამიანს, რომელიც თითქმის სამი კვირაა პასუხს არ მცემს წერილზე მარტივი შეკითხვით: რამდენად წარმატებული იყო მე-6 საჯარო სკოლა და მისი დირექტორი, დაფიქსირებულა თუ არა რაიმე სახის საჩივარი ამ სკოლაზე ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ის არის ამ საქმის ფიგურანტი ჯერჯერობით ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც საჯაროდ მოვუწოდებ, რომ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება იყოს ამ პოსტზე! პ.ს. პირადადაც მინდოდა გადამეცა, მაგრამ ორი დღეა ტელეფონს არ პასუხობს, მგონი გასაგებია ყველაფერი…,, – წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...