მთავარისიახლეებისაზოგადოება"ზუგდიდის სახანძრო- სამაშველო სამსახურში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, გაყვანილია რამდენიმე...

“ზუგდიდის სახანძრო- სამაშველო სამსახურში პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, გაყვანილია რამდენიმე ერთეული ტექნიკაც”- დეპუტატი ზაზა ანდრიაძე [Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ანდრიაძე მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას საზანძრო-სამაშველო სამსახურში არსებული მდგომარეობით დაინტერესებას თხოვს. დეპუტატის თქმით, სამსახური, რომელიც „საათივით აწყობილი იყო“, დღეს თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს.“ საათივით აწყობილი სამსახური იყო, მუშაობდნენ პროფესიონალები და უკვე ვერ ასრულებს სამსახური თავის მოვალეობას ჯეროვნად.“- განცხადა ზაზა ანდრიაძემ. მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ სამსახურში განხორციელდა საკადრო ცვლილებები და პროფესიონალი კადრები ჩამოაშორეს. „იცით ალბათ, რომ განხორციელდა საკადრო ცვლილებები, პროფესიონალი კადრები გაუშვეს, არავინ არ იცის თითქოს და ყველამ იცის რა მოხდა.არ შრიძლება პროფესიონალი კარდების გაშვება. შსს-მ რომ ჩაიბარა ეს სამსახური, ამის შემდეგ ზუგდიდიდან გაყვანილია ტექნიკაც, ისეთი ტექნიკა საერთოდ რომ არავის არ ყავდა, საუბარია მანქანებზე, როგორც ვიცი, 5 ერთეული გაიყვანეს და დაიბრუნეს 2 თუ არ ვცდები, ისიც იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც პროფესიონალები არიან. ასევე სამედიცინო დანამატიც ქონდა სახანძრო სამსახურს და მე იქ წლები ვმუშაობდი, ისიც გააუქმეს“- განაცხადა დეპუტატმა. მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით: „ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახური ყოველთვის იყო სანიმუშო სწორედ იმ პროფესიონალი კადრების დამსახურებით, აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით“- განაცხადა ქვარაიამ. 
 
 
 

 
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...