მთავარისიახლეებისამართალილაშა გოგიას, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის...

ლაშა გოგიას, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

Published on

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ვიცე-მერის, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
 
როგორც ჟურნალისტებთან ლაშა გოგიას ადვოკატი, ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
 
"რა თქმა უნდა, ქრთამი არ აუღია. ჩვენი მოთხოვნაა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვლილი იყოს, ვინაიდან გამოძიება დასრულდა. აქამდე გამოძიებას ჰქონდა ის მოტივი, რომ საქმეში მონაწილე პირებს შეიძლება მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინათ. სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ 5 000 ლარის ოდენობით", – აცხადებს მჟავანაძე.
 
მისივე განმარტებით, საქმეში არაებული ვიდეოჩანაწერი სასაამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს.
 
"დავაყენებთ შუამდგომლობას, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი ის ნივთმტკიცება, რომელიც საქმეშია. ე.წ. ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების საქმეზე დამაგრება გაუგონარია. ე.წ.-მა დაზარალებულმა, კვირკვიამ უკანონო თვალთვალი განახორციელა ქობალიას, გოგიას მიმართ. ფაქტობრივად, ამდენი ადამიანი ერთი კაცის ჩვენებით არის დაპატიმრებული. კვირკვიამ ჩაიწერა არა მისი და გოგიას საუბარი, არამედ მესამე პირი. ეს უკანონო თვალთვალი მიყურადებაა. ამას გარადა, აუდიოჩანაწერშიც არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ბრალის წაყენების საფუძველი გახდეს", – აცხადებს მჟავანაძე.
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა.
 
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...