გაზიარება სამართალი 04.02.2019 / 11:19 ადვოკატი ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას, ვიცე-მერის, გია გულორდავასა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან ლაშა გოგიას ადვოკატი, ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, ის ყოფილი მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. “რა თქმა უნდა, ქრთამი არ აუღია. ჩვენი მოთხოვნაა, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვლილი იყოს, ვინაიდან გამოძიება დასრულდა. აქამდე გამოძიებას ჰქონდა ის მოტივი, რომ საქმეში მონაწილე პირებს შეიძლება მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინათ. სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ 5 000 ლარის ოდენობით”, – აცხადებს მჟავანაძე. მისივე განმარტებით, საქმეში არაებული ვიდეოჩანაწერი სასაამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიიჩნიოს. “დავაყენებთ შუამდგომლობას, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი ის ნივთმტკიცება, რომელიც საქმეშია. ე.წ. ფარული თვალთვალის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების საქმეზე დამაგრება გაუგონარია. ე.წ.-მა დაზარალებულმა, კვირკვიამ უკანონო თვალთვალი განახორციელა ქობალიას, გოგიას მიმართ. ფაქტობრივად, ამდენი ადამიანი ერთი კაცის ჩვენებით არის დაპატიმრებული. კვირკვიამ ჩაიწერა არა მისი და გოგიას საუბარი, არამედ მესამე პირი. ეს უკანონო თვალთვალი მიყურადებაა. ამას გარადა, აუდიოჩანაწერშიც არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ბრალის წაყენების საფუძველი გახდეს”, – აცხადებს მჟავანაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 1-ელ ნოემბერს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი
სიახლეები
სიახლეები
ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...
სიახლეები
მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა
აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...
სიახლეები
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...
სიახლეები
პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა
82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...