მთავარისიახლეებისამართალიბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო დავა წააგო. კვლავ გაურკვეველი რჩება, ვინ აგებს პასუხს...

ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო დავა წააგო. კვლავ გაურკვეველი რჩება, ვინ აგებს პასუხს მის მიერ დაკარგული 550 მილიონ აშშ დოლარისთვის

Published on

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ი წერს,ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო დავა წააგო. იგი შვეიცარული ბანკის “კრედიტ სუისის” ბანკირს მისი ფულის გაფლანგვას ედავებოდა.
 
“კრედიტ სუისი” შვეიცარული ბანკია.  მისი ბანკირი, პატრიკ ლესკადრონი ახლახან გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მან 10 თვე გაატარა თაღლითობისთვის.ლესკადრონს 2018 წლის თებერვალში მიესაჯა  5-წლიანი პატიმრობა   ბანკის მდიდარი კლიენტების, მათ შორის ,ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების თაღლითური სქემით მართვისთვის. 
 
საქმე ეხება ,   550 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც 2005 წელს ივანიშვილმა “კრედიტ სუისის” სინგაპურის ფილიალში გადარიცხა  Mandalay Trust-ის ანგარიშიდან. ეს უკანასკნელი  სინგაპურში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის ბენეფიციარებია ივანიშვილი, მისი ცოლი და სამი შვილი.როგორც აღმოჩნდა, ეს ფული სადღაც გაქრა . ივანიშვილი სწორედ ლესკადროს სდებდა ბრალს მისი ფულის გაფლანგვაში და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.
 
 
ბანკის ადვოკატებმა ჟენევის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და სთხოვეს ლესკადრონის იმ ბრალდებისგან გათავისუფლება, რომელიც მისი რამდენიმე კლიენტის ანგარიშების უკანონო მართვას უკავშირდება.
 
 “კრედიტ სუისი'' არ აკეთებს საჯარო განცხადებას იმაზე, თუ რა გახდა სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი.
 

ამასთან, ბანკის განცხადებით, არცერთ მხარეს არ შეუძლია ფინანსური პრეტენზიების დაკმაყოფილების მოთხოვნა, სანამ სააპელაციო სასამართლო მოსმენები არ დასრულდება.

 
 
“იმით, რომ მოპარულ ზარალს არ აბრუნებს და არარელევანტურ ფაქტორებს ეყრდნობა, კრედიტ სუისი აგრძელებს უპასუხისმგელო მოქცევას თავისი კლიენტების მიმართ”, – განაცხადა  ივანიშვილის შვეიცარიელმა ადვოკატმა მორის ჰარარიმ,
 
რაც შეეხება ივანიშვილის სარჩელს, რომელიც მან სინგაპურის სასამართლოსი შეიტანა,  The Singapore Strait Times-ის ინფორმაციით, სინგაპურელმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ  დანაშაული შვეიცარიაში მოხდა და  შესაბამისად ეს საქმე  შვეიცარულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.
 
 
 
 
 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...