მთავარისიახლეებიპოლიტიკადაეკისრებათ თუ არა გადასახადი ოჯახებს, რომელთაც 2 და მეტი ძროხა ჰყავთ -...

დაეკისრებათ თუ არა გადასახადი ოჯახებს, რომელთაც 2 და მეტი ძროხა ჰყავთ – სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტება

Published on

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მესაქონლეებს – ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე-სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, "სურსათის ეროვნული სააგენტო" განცხადებით ეხმიანება.
 
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება.
2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.
 
რეგულაციის მთავარი მიზანი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაა, სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს," – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...