მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

Published on

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.„კონვენციით დადგენილ 6-თვიან ვადაში, 31 იანვარს, დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩემს მიერ გაიგზავნა. მესმის, ინტერესი დიდია, რა ფაქტებს ეფუძნება საჩივარი და კონვენციის რომელი მუხლების დარღვევაზე ვამახვილებ სასამართლოს ყურადღებას, თუმცა, დეკანოზთან, პირველივე შეხვედრაზე ჩემივე თხოვნით შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე, სანამ სასამართლო შემდგომ პროცედურას არ დაიწყებს, საუბარი არ გვექნება. ერთადერთი, ამ ეტაპზე შემიძლია გამოვთქვა იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო გაიზიარებს ხედვას ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“, – აცხადებს ჯანდიერი.
 
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.
 
სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...