მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ დრომდე საზოგადოებას არ აქვს პასუხი იმაზე, თუ ვინ არის ორგანიზატორი პირადი...

ამ დრომდე საზოგადოებას არ აქვს პასუხი იმაზე, თუ ვინ არის ორგანიზატორი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების და გავრცელების- ნინო ლომჯარია

Published on

ამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებს უკავშირდება, ვინაიდან ამ დრომდე საზოგადოებას არ აქვს პასუხი იმაზე, თუ ვინ არის ორგანიზატორი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღების და გავრცელების.
 
„არ ვიცი რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ის, რაც დღეს ხდება. სამწუხაროა, რომ ორი წელი გავიდა, რაც ეს კადრები გავრცელდა და დღემდე არ ვიცით ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ იყო ორგანიზატორი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოს პასუხისმგებლობა. როდესაც ასეთ სისტემურ პრობლემას აქვს ადგილი, მინიმუმ მუდმივად უნდა ხდებოდეს გამოძიება, როგორც მიმდინარე გამოძიებაზე, ასევე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე. დღეს აღმოჩნდა ისე, რომ სამი წლის წინ ყველა განვიცდიდით და ნომერ პირველი პრობლემა გვეგონა, მაგრამ არავინ იცის რა მოხდა, ვინ დაისაჯა, ვინ არ დაისაჯა და რა ეტაპზე ვართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...