მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის განცხადებას ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რამდენიმე...

საქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის განცხადებას ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოხმაურებია, რამდენიმე სასულიერო პირმა კი ალფეევის მუქარა თავხედობად შეაფასა

Published on

 
საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოხმაურებია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, ხოლო კ.ონსტანტინოპოლის ეკლესიის პოზიციის მხარდამჭერი "ახალგაზრდა მღვდელმთავრები" პატრიარქის ოპოზიციად მოიხსენია.  
 
ჯერჯერობით გაკეთდა სულ რამდენიმე სასულიერო პირის განცხადება, რომელშიც  ალფეევის მუქარა საქართველოს ეკლესიის მიმართ თავხედობად არის შეფასებული.
 
 
დმანისისა და აგარაკ ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული მოსკოვის საპატრიარქოს მუქარის პასუხად აცხადებს:
 
,,საჯაროდ გამოვთქვი რა ჩემი პოზიცია, სადაც კანონიკური სამართლის მიხედვით კანონიკურად მივიჩნიე მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური გადაწყვეტილება, უკრაინაში ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსების შესახებ,  ამ განცხადების ერთ-ერთ ადრესატად ლოგიკურია რომ მივიჩნიე საკუთარი თავი. ნებისმიერი მუქარის შემომთვლელის, შიდაარეულობის მოსურნე განმცხადებლის მისამართით მოვიხმობ წმიდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით. (ფსალ. 19:8,9)''
 
 
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, დოსითეოს ბოგვერაძე ფეისბუქზე მოსკოვის საპატრიარქოს მუქარას მოკლედ პასუხობს:
 
"აეროპორტში სპეციალურმა დახვედრებმა გაათავხედა", – წერს მეუფე დოსითეოსი..“
 
 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...