მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავის საკრებულოს მაღალჩინოსანი ბესელიას კადრების გადაგზავნას ითხოვდა - "თქვენც ოპოზიციისკენ გაგიშვერიათ ხელი"

რუსთავის საკრებულოს მაღალჩინოსანი ბესელიას კადრების გადაგზავნას ითხოვდა – “თქვენც ოპოზიციისკენ გაგიშვერიათ ხელი”

Published on

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში "სქრინს" აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსთვის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვას და გაგზავნას ითხოვს.
 
"დღეს შსს-მ 16 პირი იმისთვის დააკავა, რომ მათ პირად მესინჯერში მიიღეს და სხვასაც გადაუგზავნეს ქ-ნ ბესელიას პირადი ფარული ჩანაწერები. კი ბატონო, კანონით დასჯადი ქმედებაა, მაგრამ 4-8 წლიანი მუხლი ასეთი "გამავრცელებლების" მიმართ აბსოლუტურად არაადექვატურია. როგორც მოსალოდნელი იყო აქაც ოპოზიციას ეცა გახარია. გასაგებია "ჩემ შვილს ხომ არ მოვჭრი თავს". შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ქვევით იხილეთ ქ. რუსთვის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდორე ქართული ოცნებიდან ვინმე გიგა ვეფხვაძე, რომელიც დაჟინებით ითხოვს ამ ჩანაწერებს და საწადელსაც აღწევს. აბა ვნახოთ როგორ ასრულებთ კანონის უზენაესობის პრინციპს. Ekaterine Beselia თქვენც ოპოზიციისკენ გაგიშვერიათ ხელი. ცუდია! იმედია პირად კონტროლზე აიყვანთ ამ შემთხვევას და რეაგირების გარეშე არ დატოვებთ" – წერს გიგი უგულავა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...