მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ ოცნებას" არა აქვს მორალური უფლება დააყენოს მერობის კანდიდატი

“ქართულ ოცნებას” არა აქვს მორალური უფლება დააყენოს მერობის კანდიდატი [Video]

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გუბერნიის წინ ბრიფინგი გამართა. მან განაცხადა რომ „ქართულ ოცნებას“  არა აქვს მორალური უფლება დააყენოს  მერობის კანდიდატი, რადგან მათ მიერ მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან კორუფციულ გარიგებებში ჩართული. „მოსახლეობასთან ცალ კარში თამაშის უფლებას არ მივცემთ ხელისუფლებას.ოცნების გუნდმა პასუხისმგებლობის ყველა ფორმატი დაარღვია ხალხთან და აბსოლუტუტად ზურგი შეაქცია ხალხს. ამ ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც აქ შედგა კორუფციის ყველაზე ბინძური სქემა, არა აქვს მორალური უფლება წარადგინოს საკუთარი კანდიდატი.მე არასდროს მდომებია ზუგდიდის მერობა, ვაპირებ 2020 წელს საპარალმენტო არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ იმ შემთხვეაში, თუ ოცნება ცალ კარში ითამაშოს მოსახლეობასთან და ისევ შეეცდება კანდიდატის დანიშვნას, კრიმინალური მეთოდებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, მე ჩავერთვები ამ არჩევნებში.მე მოვუწოდებ ზუგდიდელებს, არ ჩაჯდნენ ხელმწიფის ნავში, რადგან ეს იქნება არა ზუგდიდელებისთვის ბრძოლა, არამედ მარტივი, საკუთარი პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა.“- განაცხადა ჯგუშიამ, მან ასევე მიმართა იმ ადამიანებს, ვინც აპირებს კანდიდატის დაყენებას, თუმცა არა დამოუკიდებლად, არამედ რომელიმე პარტიის მანდატით, არ გააკეთონ ეს .“მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, არ გაატაროთ მმართველი გუნდის ინტერესები, არ შეეკრათ მათ, დააყენეთ დამოუკიდებელი კანდიდატი დამე დაგიდგებით გვერდში, ერთად გადავარჩინოთ ზუგდიდი“- აცხადებს ჯგუშია.“ჩემი მერობის შემთხვევაში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ჯიპები დადგება აუქციონზე და აქედან მიღებული თანხა ჩაირიცხება სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების ფონდში“- აცხადებს „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი

 

 

 

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...