მთავარისიახლეებიპოლიტიკამამუკა ბახტაძე: ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

მამუკა ბახტაძე: ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.
 
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი.
 
„მსურს, გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას, ამის ნებისმიერ გამოვლინებას, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხები.
 
შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის საქმეზე უკვე დააკავა 16 პირი. ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იქნას გამოყენებული ეს მორალური ტერორი მის არც ერთ განზომილებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...