მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ამ ბრძოლას ჩამომაშორონ, ამას ვერავინ ეღირსება...

ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ამ ბრძოლას ჩამომაშორონ, ამას ვერავინ ეღირსება – ეკა ბესელია

Published on

დეპუტატი ეკა ბესელია  დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრას გეგმავს. საქმე ეხება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, გავრცელებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ხმაურიანი საქმის მიუხედავად გამოძიების დეტალები მისთვის ამ დრომდე უცნობი რჩება. დეპუტატი სამართალდამცველებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
 
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი შეტევა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება. ბესელია ამბობს, რომ ბრძოლის ბოლომდე მიიყვანს.
 
„მე მექნება ალბათ შეხვედრა შს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ. გამოძიება რასაც აკეთებს მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, როგორც გითხარით და მითხრეს, რომ მათ იციან ეს და იციან სხვებიც. ამიტომ ველოდები ეს სხვები ვინ არიან. ამ ყველაფრის უკან ვიღაც დგას, ამიტომ ამაზე პასუხები მჭირდება. იმისთვის, რომ ამ ბრძოლას ვიღაცამ ჩამომაშოროს, ეს მეთოდები ამისთვის არის გამოყენებული ცხადია. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება,“-ამბობს ბესელია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....