მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილს, ცხადია, ვერ დასჯიდნენ და სუს-მა ვირუსულად ძალიან...

ბიძინა ივანიშვილს, ცხადია, ვერ დასჯიდნენ და სუს-მა ვირუსულად ძალიან ბევრ ადამიანს გაუგზავნა ვიდეომასალა, რათა შემდგომ მათი დაკავება მომხდარიყო – თინთინ ბოკუჩავა

Published on

დეპუტატ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე აქტივისტის დაკავებას თინა ბოკუჩავა ეხმაურება. დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს აქტივისტებს ვიდეომასალა მიზანმიმართულად გადაეგზავნათ, რათა შემდგომ მათი დაკავება მომხდარიყო. 
 
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელწერა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა ვირუსულად შემდგომ ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით, გაუგზავნა ეს კადრები, სწორედ იმიტომ, რომ ისინი ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ცხადია, ისინი ვერ დასჯიან, ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის თავად ამ ქვეყნის მართველი ბიძინა ივანიშვილი,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
 
ბოკუჩავა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობისგან“ „მტრის ხატის“ შექმნის მორიგ მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. 
 
„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, რაც ჩაიდინა თავად ივანიშვილმა და რაც შემდგომ დაავალა სუს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნებს, რომ დიახ, ათეულობით ჩვენი მხარდამჭერისთვის გადაეგზავნათ ეს კადრები. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს თავად იმ პიროვნებას, ვინც ეს თავიდან გაავრცელა,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
 
თინა ბოკუჩავა სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ავტორი დააკავონ. დეპუტატის თქმით, მსგავსი კადრების გავრცელება ძირითადად ქალი პოლიტიკოსების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ემსახურება. 
 
 
 
 
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...