მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის არა დამოუკიდებლად, არამედ პოლიტიკური პარტიის მანდატით იბრძოლებს

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის არა დამოუკიდებლად, არამედ პოლიტიკური პარტიის მანდატით იბრძოლებს

Published on

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს- ამის შესახებ სიჭინავამ "ოდიშინიუსს" თავად დაუდასტურა.
"მე ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველა ნიუსი ჩემს ქალაქზე იწყება რაღაც პრობლემით, ნეგატიურით და ცუდით,მინდა რომ ჩემს ქალაქს ყავდეს არა პოლიტიკოსი მერი, არამედ მენეჯერი, რომელიც ჩვენს ქალაქს წაიყვანს წინ. სამწუხაროდ დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, იმიტომ რომ პარტიებს უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს, ამიტომ მზად ვარ ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლო, იმისთვის, რომ ზუგდიდში მოვიდეს მენეჯერი მმართველი.ვითანამშრომლებ როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ გუნდთან"- განუცხადა "ოდიშინიუსს" ზვიად სიჭინავამ.
ზუგდიდში მოქმედი კანონმდებლობით მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.
რაც შეეხება ზვიად სიჭინავას, 2017 წლის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფიდან წარდგენილი მერობის კანდიდატი იყო.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...