მთავარისიახლეებიპოლიტიკაპანკისის მოსახლეობა პოლიციას ტერორში ადანაშაულებს. გახარიას უწყება ემუქრება ყველას, ვინც ჰესების...

პანკისის მოსახლეობა პოლიციას ტერორში ადანაშაულებს. გახარიას უწყება ემუქრება ყველას, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება

Published on

პანკისის მოსახლეობა პოლიციას ტერორში ადანაშაულებს. EMC-ის დასკვნით, საპოლიციო კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის გამოიყენა.
 
. ადგილობრივების მტკიცებით, ხეობაში ადგილობრივების პოლიციაში დაბარებამ და უკანონო დაკითხვამ მასობრივი ხასიათი მიიღო. გახარიას უწყება ემუქრება ყველას, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ პოლიციის განყოფილებაში იბარებენ
 
პანკისის უხუცესთა საბჭოს რამდენიმე წევრს ახმეტის პოლიციის უფროსის დავალებით მიაკითხეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი უხუცესი, კაკო გუნაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ რატომ წაიყვანეს განყოფილებაში.მისი თქმით, სხვა თანასოფლელებთან ერთად ის ჯერ ახმეტის პოლიციაში, შემდეგ კი სამხარეო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.მისი თქმით, ზეწოლა მიმდინარეობდა, რადგან უხუცესების თქმით, სამართალდამცავები მათგან ითხოვდნენ, რომ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები დაერწმუნებინათ და პროტესტის გამოხატვისგან თავი შეეკავებინათ.
 
„მე ვუთხარი, იქაც ვთქვი მეთქი, რომ თუ ჩემი ხალხი წინააღმდეგია, წინააღმდეგი ვარ და აქაც ვამბობ მეთქი წინააღმდეგი ვარ… მგონი სამმართველოს უფროსი იყო… ნათესავის ეზოში შევედი და იქ მოვიდნენ ბავშვები, რომ პატრული გეძებსო, ორნი კიდევ ჯოყოლოდან აიყვანეს, რომ მივედით იქ კიდევ ახმეტის პოლიციის უფროსი დაგვხვდა,“ – განაცხადა ადგილობრივმა.
 
სოფელ ჯოყოლოს რწმუნებული ადასტურებს, რომ პოლიცია ჰესებთან დაკავშირებით უხუცესებზე ზეწოლას ახდენს. იგი  ამბობს, რომ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად რეაგირება არ მოუხდენია, რადგან არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში.
 
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...