მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება - ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება – ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

Published on

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება. სპეციალური ბლანკების მიღების შემდეგ კი პარტიების წევრები რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ოპოზიცია გეგმავს, რომ ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხს აუხსნას რატომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა. ყველა პოლიტიკური პარტია, "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" გარდა თანხმდება, რომ ეს კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ინიციატივას მხარდამჭერები "ქართულ ოცნებაშიც" გამოუჩნდება, რადგან ამას ეთანხმება სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობაც.
 
"იმ პოლიტიკურ ჩიხში და პოილიტიკურ კრიზისში, რომელშიც სახელმწიფომ შეგვიყვანა და "ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა, აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ეს ფუნდამენტალური რეფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ შემდეგი არჩევნების შედეგად, რომელიმე პარტია, არ აქვს მნიშვნელობა რომელი, არ იყოს ერთპიროვნული მმართველი,"-აცხადებს ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი. 
 
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია განმარტავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, გარდა "ქართული ოცნებისა" ერთ პოზიციაზეა და ეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაა. მისი თქმით თუ ოპოზიცია მიზანს არ მიაღწევს, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. 
 
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ამ პროპორციული სისტემის გამარჯვებას 2020 წელში, ამ სისტემის შეცვლას. თუ ეს ესე არ მოხდა, ძალიან მძიმე შედეგებით დაუბრუნდება ეს ხელისუფლებას,"-აცხადებს პაატა დავითაია. 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...