მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მედოევის განცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთის სურვილია მთლიანად საქართველო ჰყავდეს...

,,მედოევის განცხადება არის სიგნალი, რომ რუსეთის სურვილია მთლიანად საქართველო ჰყავდეს მორჩილებაში” – ოპოზიცია ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას მოითხოვს

Published on

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებისადმი ინტერესი გააჩნია. რეჟიმის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა  დიმიტრი მედოევმა გერმანულ გაზეთთან Neues Deutschland-თან ინტერვიუში  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა, „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ "ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება".
 
 
ხელისუფლება ცდილობს არ შეიმჩნიოს საშიშროება, რომელსაც მსგავსი განცახადებები შეცავს და თავის უმოქმედობას ამ სიტუაციაში, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გაამართლოს იმით, რომ ეს მორიგი და უმნიშვნელო პროვოკაციაა და რაიმე განსაკუთრებულ ყურადღებას  არ მოითხოვს.
 
განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები შეიძლება იყოს მხოლოდ მორიგი პროვოკაციული მცდელობები:  "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, ეს არის მთლიანად საქართველოს შემადგენბლობა. ასეთი განცხადებები, რაც შეიძლება კეთდებოდეს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მორიგი პროვოკაციული მცდელობები, რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც რუსეთის, ასევე მათი რეჟიმის მხრიდან,"-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ამ საკითხის შეფასებისას 
 
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი  გიორგი ბარამიძე მედოევის განცხადებას საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან მესიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ იგი სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული:
 
"ეს სიგნალი არის სერიოზულად მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს უნდა არა მარტო ამ ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ მისი სურვილია მთლიანად საქართველო ჰყავდეს მორჩილებაში დ ოკუპირებული. ძალიან აქტიური მოქმედებებია საჭირო საქართველოს მიმართ გამოხატული ამ სერიოზული მუქარის გასანეიტრალებლად,"-აცვხადებს გიორგი ბარამიძე.
 
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებებით რუსეთი საქართველოს შევიწროებას კვლავ ცდილობს:
 
"ეს არის ჩვეულებრივი რუსეთის ოკუპაციის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შელახვის პოლიტიკა, რაც მიმდინარეობს. ერთი რაც დავინახეთ, ეს არის რომ არანაირი ფრთხილი პოლიტიკა, რბილი პოლიტიკა, დაყვავება, თუ შერბილება არანაირად არ მოქმედებს, მათ ამ დამოკიდებულებაზე. ისინი მუდმივად ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო შეზღუდონ. ეს მარიონეტი რა თქმა უნდა არა თავის პოზიციას, არამედ რუსეთის მიდგომებს აჟღერებს,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.
 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...