მთავარისიახლეებისაზოგადოებააუდიტის სამსახური ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურის ჩართვას ითხოვს

აუდიტის სამსახური ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურის ჩართვას ითხოვს

Published on

ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხარჯვითი ოპერაციების შესახებ ხმაურიანი ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 25 იანვარს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ქართული ჭიდაობის ფედერაციაში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა; კერძოდ – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ, უფლებამოსილების გადამეტებით და არ იყო გათვალისწინებული მოცემულ პროცესში გენერალური მდივნის და პრეზიდიუმის საწესდებო როლი;აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა.2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა; ფედერაციამ ფედერაციის პრეზიდენტის შვილების კომპანიიდან შეიძინა ბინა ტურნირის გამარჯვებულისთვის- ბაზრის კვლევის გარეშე; ასევე ვიქტორინის გამარჯვებულებისათვის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეიძინეს მობილური ტელეფონები, თუმცა ვიქტორინის ჩატარება დოკუმენტებით არ დასტურდება.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...