მთავარისიახლეებიპოლიტიკა2018 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებზე 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

2018 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებზე 16 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

Published on

2018 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თანამშრომლების  სახელფასო ანაზღაურებაზე, ჯილდოსა და დანამატებზე კოლოსალური თანხა დაიხარჯა – 16 მილიონ ლარზე მეტი. 
ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ოპოზიცია , რომელმაც მონაცემები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან გამოითხოვა, თუმცა, უცნობია, თუ რამდენ ადამიანზე გადანაწილდა აღნიშნული თანხა.
 
ოპოზიცია არამიზნობრივ ხარჯვას უსვამს ხაზს და აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს:
 
„პრემია და დანამატი უკვე სარგოში აისახა და ეს არის კოლოსალური თანხა. შეგვიძლია ვთქვათ და ამ სარგომ  მარტო 2018 წელს 15 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა და მილიონობით ლარი უკვე გაიცა ჯილდოს და დანამატის სახით.
 
ეს არის ძარცვა კანონის სახელით, თუმცა დოკუმენტაცია რის გამო მიიღო ჯილდო ამ ადამიანმა ან რის გამო მიიღო დანამატი, არ მოგვეპოვება, რადგან პარლამენტი ამ დოკუმენტაციას არ აგზავნის,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...