მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მოსახლეობის 71% თვლის, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული

საქართველოს მოსახლეობის 71% თვლის, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული

Published on

 
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71% თვლის, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული.
 
გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის.
 
გამოკითხულთა 57 მიიჩნევს რომ პარლამენტი ეფექტურად და ორგანიზებულად არ საქმიანობს.
 
28%-ს მიაჩნია, რომ პარლამენტმა ეფექტური ზედამზედველობა გაუწია მთავრობას მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 23% კი ფიქრობს, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...