მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდენობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ თანამდენობა დატოვა

Published on

საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე თანამდენობიდან გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  კუპატაძემ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
 
. ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანმდებობას უცნობია. 
 
თეიმურაზ კუპატაძე საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. 
 
ამ დროის განმავლობაში კუპატაძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ოპოზიციის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილი უფროს ლობირებდა სიმამრის კომპანიას, რომელმაც შს სამინისტროში მსხვილი ტენდერი მოიგო. კომპანიას უწყების თანამშრომლებისთვის ფორმები უნდა შეეკერა.   სიუჟეტი ამ თემაზე „შაბათის კურიერმაც“ მოამზადა, რის შემდეგაც ოპოზიციამ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა.
 
კუპატაძე მამების აქციების დაშლაშიც აქტიურობდა. ბოლოს კი ის ფიგურირებდა ველისციხეში ინაუგურაციის დროს მომხდარ დაპირისპრებაში. ის – "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას პირადად დაუპირიპირდა.
 
დღეს  ნიკა მელია კუპატაძის გადადგომასე  ეხმაურება:  ,,ეს რეალურად დაქვეითებაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კუპატაძე სად გააკეთებს ფულს? 
"კუპატაძე იქნება, ჭიკაიძეს დააბრუნებენ ,ღარიბაშვილს დააბრუნებენ – ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი ერთი ადამიანია ბიძინა, ივანიშვილი. რა მნიშვნელობა აქვს, კუპატაძე სად აიღებს ხელფასს 4-5 ათას ლარს – საპატრულო პოლიციის შეფის თანამდებობაზე თუ საზღვრის დეპარტამენტში მუშაობისას? სად გააკეთებს ბიზნესს პარალელურად და სად იშოვის კორუფციული სქემებით ფულს, იმ შენობაში მომუშავე თუ ამ შენობაში მომუშავე რა მნიშვნელობა აქვს?"-ამბობს ნიკა მელია.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...