მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციური სპექტრი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნის გარშემო ერთიანდება

ოპოზიციური სპექტრი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნის გარშემო ერთიანდება

Published on

ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. საუბარია 25 პარტიაზე, რომელთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და ა.შ. ამ წუთებში პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.
 
„25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული, რის გარეშეც არც დემოკრატიის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
მისივე თქმით, ამ ინიციატივაში თითქმის ყველა პარტია ერთიანდება.
 
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით კი, მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და ამ სისტემის შენარჩუნება ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა.
 
„დღეს, 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ამომრჩევლების ხმა ხელისუფლებას 73-ვე მუნიციპალიტეტიდან, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სიმახინჯეა. სწორედ ხალხმა უნდა გააგებინოს, რომ მათ არ უნდათ მაჟორიტარული სისტემა, რადგან ესაა უსამართლო და ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....