მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: მათგან, ვინც არჩევნებზე წავიდოდა, ქართულ ოცნებას 29%, ენმ-ს - ...

NDI: მათგან, ვინც არჩევნებზე წავიდოდა, ქართულ ოცნებას 29%, ენმ-ს – 12% მისცემდა ხმას, 26% – არ იცის

Published on

NDI-ის კვლევის მიხედვით, მათგან, ვინც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არჩევნებზე წავიდოდა, 29% ამბობს, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა (მეორე არჩევანი – 2%). 
 
 
26%-ის თქმით, არ იცის, ხმას ვის მისცემდა, ხოლო 12%-ის თქმით, ხმას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა (მეორე არჩევანი – 1%). 
 
 
13% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს, 9%-ის თქმით, არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას. 
 
ხვალ რომ არჩევნები იყოს, კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს ხმას 3% მისცემდა (მეორე არჩევანი – 4%). სხვა პარტიებს 7% (მეორე არჩევანი – 11%). 
 
მოსახლეობის 31%-ს მეორე არჩევანი არ აქვს. 
 
 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...