მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ქობულია: ,, სახელმწიფო სტრუქტურებში არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული...

გიორგი ქობულია: ,, სახელმწიფო სტრუქტურებში არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება” – რისი დანახვა არ სურს ხელიდუფლებას?

Published on

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 55%-ს აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში პარლამენტში, პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოში, კორუფცია და ნეპოტიზმი არსებობს,  თუმცა ხელისუფლებას ამის ნახვა ჯიუტად არ სურს 

,,ნახევარი წელია რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში და მე არ შემიმჩნევია არცერთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, არც მსმენია ამის შესახებ არავისგან. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც ქვეყანაშიც, ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღეს არსებობს. ”-  ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია  NDI-ს კვლევას, 

საგანგაშოს ვერაფერს ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილიც. უფრო მეტიც, ამაყად აცხადებს, რომ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს 

,,პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება კონკრეტული ჩინოვნიკის დაპატიმრება თუ მან გადააცილა თავის უფლება-მოვალეობას, ან დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო არის ამ კუთხით თავის ადგილზე და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. რეალობას საზოგადოება ხედავს და მეორეა ეს პროცენტული შესაბამისობა და პროცენტების გამოყვანა რამდენად სწორია და ადეკვატურია იმისა, თუ რაც ხდება ქვეყანაში, ამაზე ვსაუბრობ. ”
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  ეჭვქვეშ აყენებს კვლევის შედეგებს და აცხადებს, რომ კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სანდოობის ინდექსები არსებობს და ჯობს  ამ ინდექსებით ვიხელმძღვანელოთ .  ,, NDI ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა საქართველოს რეალობაში ხშირ შემთხვევაში, მათი კვლევები და პროგნოზები რეალობას სცდებოდა” – ამბობს  დავითაშვილმა.
 
“კორუფციის აღქმასთან დაკავშირებით უფრო მაღალი სანდოობის ინდექსები არსებობს. . – განაცხადა მან.
 
 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...