მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ცვლილება აბიტურიენტებისა და მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავდა.
 
მათივე განცხადებით, ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისმობს სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე,
 
უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდაზე და მშობლისთვის ნაკლებ დანახარჯზე.
 
„განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
 
დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა. შესაბამისად, შეფასების ახალი მოდელი არსებულ გამოწვევებს ეხმიანება.
 
მოსამზადებელი ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი თუნდაც ერთ საგანში და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
განათლების სამინისტროს განცხადებით, 2018-2019 სასწავლო წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება – შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
 
„2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
 
აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
 
უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის:
 
ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განახორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ; შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი – გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
განათლების სამინისტროს განმარტებით, გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...