მთავარისიახლეებიპოლიტიკაძარცვისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები ხონში - ადგილობრივები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

ძარცვისა და ქურდობის გახშირებული ფაქტები ხონში – ადგილობრივები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

Published on

უკიდურესად რთული კრიმინოგენული ვითარება იმერეთში – ხონის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას და პოლიციას, რაიონში ძარცვის გახშირებულ ფაქტებზე ყურადღების მიქცევას სთხოვს. ადამიანთა ჯგუფი ღამის საათებში სხვის სახლებში შედის და ფულთან ერთად, ძვირფას ნივთებსა თუ ტექნიკას იპარავს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლებამ ხალხის ხმა იქამდე ვერ გაიგო, ვიდრე დამნაშავეთა ჯგუფი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ შენობებსაც არ მიადგა.
 
ხონის საკრებულოში უცნობი პირები ღამის საათებში შევიდნენ. მათ იურიდიული განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახის კარი გატეხეს და პერსონალური კომპიუტერი წაიღეს. შენობაში კამერები არ არის, ამიტომ გამოძიებას უჭირს დამნაშავეების კვალზე გავიდეს.
 
ხონის რაიონში მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიცია ხშირად კრიმინალურ შემთხვევებზე არ რეაგირებს და დანაშაულის ზრდაც ამის დამსახურებაა. ადგილობრივების თქმით, მხოლოდ მათ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევებით მარტივი მისახვედრია, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშოა.
 
მხოლოდ ერთი რაიონის, რამდენიმე სოფლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ათობით ოჯახი ელოდება. ყველა მათგანმა მარტო ის იცის, რომ დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არ იციან მათი ვინაობა, ვინც ყოველდღიურად ოჯახებიდან საარსებო მინიმუმს იპარავს.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...