მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ შემიმჩნევია და არც მსმენია - ეკონომიკის მინისტრი უწყებებში შესაძლო კორუფციას გამორიცხავს

არ შემიმჩნევია და არც მსმენია – ეკონომიკის მინისტრი უწყებებში შესაძლო კორუფციას გამორიცხავს

Published on

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი NDI -ის კვლევის შედეგების იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი სამთავრობო უწყებებში, მათ შორის სასამართლოში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე მიუთითებს.
მინისტრის თქმით, "ქვეყანაში კორუფცია ნამდვილად არ არის პრობლემ".
 
„ნახევარ წლამდე არის რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება და არც მსმენია არავისგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...