მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ყინულის სახლს ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე გადაიტანენ

ზუგდიდის ყინულის სახლს ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე გადაიტანენ

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს ზუგდიდის ცენტრში  სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო.შეხვედრის ამსახველ ფოტოებს და ინფორმაციას სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება,  წარმოდგენილი პროექტი არქიტექტორებმა მოიწონეს და განაცხადეს, რომ ის არსებულ ლანდშაფტს ერწყმის, მათივე განმარტებით, ყინულის სასახლე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მისი გადატანა კარგი გადაწყვეტილებაა.ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს თავად სასტუმროს მშენებელი კომპანია მოახდენს. ყინულის სასახლის გასაბერ კონსტრუქციას 2 წელიწადში ექსპლუატაციის ვადა გასდის, ამიტომაც მისი მოწყობა ე.წ. „სენდვიჩ პანელებით“ მოხდება, რაც ყინულის მოედნის შენახვას გააიაფებს.“ოდიშინიუსი“ შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთ არქიტექტორს კობა მორგოშიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის ხედვა, რომელიცა მოსაწონი აღმოჩნდა ყველასთვის; „ გაგვაცნეს პროექტი და ყველამ მიიჩნია მიზანშეწონილად ყინულის სახლის გადატანა.ჯერ ეს არის პროექტი, ამას შესწავლა უნდა და რა, როგორ გადაწყდება, ეს შემდგოი საქმეა“- განაცხადა კობა მორგოშიამ. სასტუმროს მშენებლობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.
კომპანიამ სასტუმროს კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია გასული წლის 25 ნოემბერს სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გამართა.
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...