მთავარისიახლეებიეკონომიკაქათმის ბარკალი აქტუალური აღარ არის? "გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა...

ქათმის ბარკალი აქტუალური აღარ არის? “გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი

Published on

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მათი მეტად დაწევა შეუძლებელია ''- ამის შესახებ მან  განაცხადა  თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ .
 
"გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია. სპეკულაცია, თითქოს გადასახადების შემცირებით სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა ექნება, არასწორია. გადასახადები არ არის მიზეზი იმის, თუ დღეს არ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ საგადასახადო რეფორმაზე ვსაუბრობთ, ეს არის ადმინისტრირების რეფორმა, გამარტივებისკენ, ეფექტურობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ა.შ” – გამაცხადა მან.  
 
ფინანსთა მინისტრმა,  გამართა  ჯარიმების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული  სპეციალური პრეზენტაცია  ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.
 
როგორც მან აღნიშნა,  ეს საკითხი წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ხვდებოდა და ახლა უკვე  მკვეთრი ნაბიჯებია გადადგმული ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით .
 
„საუბარი იყო იმაზე, რომ ჯარიმები იყო არათანაბარზომიერი და ზოგ შემთხვევაში, დრაკონულიც. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით. განახევრდა საგადასახადო ჯარიმის ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი დროულად შეასრულებს საგადასახადო ორგანოს მიერ მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს, სამჯერ მცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაუხდელი გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება არაუმეტეს 3 წლისა და დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე. ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად,“ – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
 
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეიტინგებისთვის და რაც ასევე არსებითია პირველ რიგში წაადგება მეწარმეებს.
 
„აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში” საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებში ლომის წილი უკავია იმ საგადასახადო რეფორმებს, რომელიც გაატარა ფინანსთა სამინისტრომ. მჯერა, რომ ჯარიმების და დამატებით გადახდისუუნარობის კანონი, რომელიც პრაქტიკულად მზად არის, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაწევს საერთაშორისო რეიტინგებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
 
შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც  დღეს გაიხსნა. კონფერენციას  საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
 
.

 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...