მთავარისიახლეებიპოლიტიკაკოლექტიური მოძალადე დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“... ახლა მიფრთხილდით! - ბესელიას სკანდალური...

კოლექტიური მოძალადე დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“… ახლა მიფრთხილდით! – ბესელიას სკანდალური მიმართვა “ქართულ ოცნებას”

Published on

ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გვიან ღამით, სოციალურ ქსელში ღია წერილი გაავრცელა. დეპუტატი "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას აანონსებს.
 
"კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“ … შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი…. არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში ….  საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა ! სახელი დავარქვათ ყველაფერს!
 
მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით… 
აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში…მე ამას ვერ შევეგუებოდი!!!
 
ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია! არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და ახლა მიფრთხილდით!" – წერს ბესელია ღია წერილში.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...