მთავარისიახლეებიპოლიტიკაიქნება თუ არა მმართველი გუნდიდან ზუგდიდში მერობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი?

იქნება თუ არა მმართველი გუნდიდან ზუგდიდში მერობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი?

Published on

  სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ზუგდიდი Times-ის ინფორმაციით,მაისში დაგეგმილ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნება” ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას განიხილავს. თავად ჩიქოვანი კი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. „ოდიშინიუსთან“ ამ თემაზე მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე არ საუბრობს „ არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს, მე ახლა დაკავებული ვარ ჩემი საქმით, სხვა პორტფელი მაქვს ჩაბარებული და იქ ვმუშაობ“ – განაცხადა ჩიქოვანნმა. კითხვაზე, აქვს თუ არა მმართველი გუნდისგან შემოთავაზება მერობის კანდიდატურაზე, ამბობს რომ ამ თემაზე არ ისაუბრებს. ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა. ის 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო.  თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატებიდან” ზუგდიდის აჟორიტარობის კანდიდატი იყო.“თავისუფალი დემოკრატების“  დამარცხების შემდეგ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ  ამ დროის განმავლობაში მუშაობდა დამოუკიდებელ ექსპერტად და მონაწილეობას იღებდა გაეროს განვითარების ფონდისა და USAID-ის პროგრამებში.
  ზუგდიდში საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. 
 

სიახლეები

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...