განათლების სამინისტრო უკან იხევს? ,,საუბარი იყო ხედვაზე, თუმცა საზოგადოებამ ისე გაიგო, რომ ეს უკვე მიღებული გადაწყვეტილებაა” – განაცხადა მარიამ ჯაშმა

0
411
 ჩვენ დე ფაქტო აღმოვჩნდით გარკვეული მოლოდინის წინაშე როგორც აბიტურიენტების, ასევე მათი მშობლების და პედაგოგების მხრიდან.  საუბარი იყო ხედვაზე და არა გადაწყვეტილებაზე, თუმცა საზოგადოებამ ისე გაიგო, რომ ე უკვე მიღებული გადაწყვეტილებაა  -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.
 
როგორც ჯაშმა აღნიშნა, განათლების სამინისტროს მიერ გუშინ წარმოდგენილი საკითხის მიწოდება არასათანადოდ მოხდა, რაც კომუნიკაციაში დაშვებული ხარვეზია,  სინამდვილეში კი  ხედვების განხილვა დეტალურად 13-15 თებერვლის გასვლით სხდომაზე მოხდება.
 
„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხები ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს მოითხოვს, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება კომიტეტში განხილვები და დეტალურად გავივლით ყველა შემოთავაზებულ ცვლილებას.  დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლია პოზიტიურად შევაფასო რამდენიმე გადაწყვეტილება. მათ შორის, ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენდაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. შესაბამისად, წლების განმავლობაში გვქონდა პირობები, როდესაც აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის შესაძლოა არ ყოფილიყო ფინანასურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. ზოგადი უნარები რჩება არჩევით საგნებში და ნებისმიერ აბიტურინტს შეუძლია გამოიყენოს",- განაცხადა ჯაშმა.
 
გარდა ამისა, მარიამ ჯაში ამბობს, რომ რეფორმის განხორციელებისას განათლების ხარისხზე კომპრომისი არ უნდა მოხდეს.
 
„ცალსახად დადებითად ვაფასებ იმას, რომ 5 საგნის ჩაბარების შემთხვევაში თუ ერთი საგნის ჩაბარება იქნებოდა წარუმატებელი, საგრანტო უფლება ეხსნებიდათ აბიტურიენტებს, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის გაზრდაზე, მე-4 გამოცდასთან და საგამოცდო ბარიერების დაწესებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ავტონომიის გაზრდა არის დადებითი, თუმცა, შეიცავს რისკებს, რომ არ მოვახდინოთ განათლების ხარისხზე კომპრომისი. განათლების ხარისხი არის ყველაზე მთავარი ამოცანა ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას",- განაცხდა ჯაშმა.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული პრეზენტაციის თანახმად, 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, ის არჩევით გამოცდად დაამატონ. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდა ყველასთვის სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა – ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
წინა სტატია,,დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარი და ბიძინა ივანიშვილის მძევალია” – გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენელს, კრისტიან ურსეს შეხვდა
შემდეგი სტატიაქათმის ბარკალი აქტუალური აღარ არის? “გადასახადები იმდენად დაბალია, რომ მეტად დაწევა უბრალოდ შეუძლებელია” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური