მთავარისიახლეებისაზოგადოება9 წლის მოზარდის ოჯახის ბრალდებებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უარყოფენ

9 წლის მოზარდის ოჯახის ბრალდებებს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უარყოფენ

Published on

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 9 წლის ბავშვის ოჯახის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. საავადმყოფოს დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, არანაირ გულგრილობას ადგილი არ ქონია და საავადმყოფოს მხრიდან რაც საჭირო იყო, ყველაფერი გაკეთდა.
„პაციენტმა მოგვმართა, ექიმმა დაათვალიერა, პედიატრმა, იყო გამონაყარი. ოჯახი ამბობდა რომ ქონდა ცხელება, აქ მოსვლისას არ ქონდა ცხელება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ინფექციური და წითელა უნდა მკურნალობდეს ინფექციურში, ვუთხარით, რომ უნდა წასულიყო. ოჯახმა კი მოითხოვა ტრანსპორტირება, კატასტროფის ბრიგადიტ, რაც არ გვევალებოდა, ჩვენს ფუნქციებში არ შედიოდა, ეს იყო და ეს, არანაირ გულგრილობას ადგილი არ ქონია“ – განუცხადა „ოდიშინიუსს“ საავადმყოფოს მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ.
9 წლის ბავშბის ოჯახი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმს გულგილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ  ბავშვი წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა მაღალი სიცხით საავადმყოფოში, თუმცა ექიმმა ის არ გასინჯა და ინფექციურ საავადმყოფოში გდაამისამართა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საავადმყოფოში
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...