მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშიამ შესაძლოა ზუგდიდის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წარადგინოს

თენგიზ ჯგუშიამ შესაძლოა ზუგდიდის მერის არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წარადგინოს [Video]

Published on

 
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგის ჯგუშიამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერის პოსტზე იყაროს კენჭი. -ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა და განმარტა, რომ 
 
ამ გადაწყვეტილებას  მიიღებს, თუ „ქართულმა ოცნებამ " ზუგდიდში მერობის კანდიდატი  წარადგინა.   
 
 მე მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მისცეს ხალხს არჩევანის შესაძლებლობა და არ წარადგინოს ზუგდიდში თავისი კანდიდატი.  მართველმა პარტიამ დაკარგა ამის მორალური  უფლება კრიმინალური არჩევნები ჩატარების შემდეგ .
 
 კონკრეტულად, შს მინისტრი ზუგდიდში  იჯდა და მართავდა არჩევნებს კრიმინალურად. ივანიშვილი დაგვპირდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გაემიჯნებოდა, მაგრამ  ვერ შეასრულა დაპირება, ზურაბიშვილი მაინც გაიყვანა. ახლა კი  პირადი ამბიციების გამო ხელს უშლის ანაკლიის პორტის განვითარებას. 
 
ზუგდიდში მაინც დათმეთ, რომ მოსახლეობამ თავისი კანდიდატი წარადგინოს, ოპოზიციამ ხელისუფლების ზეწოლის გარეშე, ხალხთან ერთად შეძლოს ქალაქის ფორმაში მოყვანა. ვემზადებოდი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მზად ვარ, გეგმები შევცვალო“, – გნაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.  
 
შეგახსენებთ, . ზუგდიდის მერის არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.  ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიმ თანამდებობა გასული წლის სექტემბერში დატოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მერის მოვალეობას ამ დრომდე მაიზერ ნანავა ასრულებს
 
 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...