მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

NDI: კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.
 
NDI ამბობს, რომ როცა მოსახლეობას დაუსვეს კითხვა – "ხართ თუ არა დასაქმებული", განუმარტეს, რომ აქ იგულისხმება სრული ან ნახევარი განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული და ა.შ., მთავარია ამას მოჰქონდეს შემოსავლი. კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 37% პასუხობს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.
 
ამასთან, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ყველაზე მაღალი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია. რაც შეეხება პასუხებს ასაკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად დასაქმებულები 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები და 18-34 წლის ადამიანები არიან. გარდა ამისა, გამოკითხული ქალების თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს გამოკითხული ქალების 68%, ხოლო კაცების 55%.
 
აღსანიშნავია, რომ როცა იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ამბობს, რომ სამსახურს ეძებს -34%, ხოლო 21% ამბობს, რომ პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 19% კი აღნიშნავს, რომ დიასახლისია. მხოლოდ 6%-ია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს. 6% სტუდენტია, ხოლო 4% არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.
 
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
 
საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 
 
თემები:

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...