მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაბიჯი უკან, წარსულისკენ" - ენმ სკოლებში გამოცდების გაუქმებას ეხმაურება

“ნაბიჯი უკან, წარსულისკენ” – ენმ სკოლებში გამოცდების გაუქმებას ეხმაურება

Published on

"ერთიანი ნაციონალური მოძრობა" საატესტატო გამოცდების გაუქმებასა და უნივერსიტეტებისთვის შიდა მისაღები გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ განათლების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობას გამოცდების მოხსნა ვერ გადაჭრის.
 
„ვიდრე გამოსაშვები გამოცდები დაწესდებოდა ქვეყანაში, მოსწავლეები როგორც გვახსოვს ატესტატს იღებდნენ სწორედ აკადემიური შეფასების გზით. რეალურად ახლა ამ გამოცდების გაუქმება, რა პოზიტიური შედეგის მომტანია ჩემთვის გაუგებარია. ერთი რამ ნათელია, რომ ეს არის ნაბიჯი უკან, წარსულისკენ. წლების მანძილზე გამოსაშვებ გამოცდებზე ჩვენ ვხედავდით კატასტროფულ შედეგებს და მათი გაუქმებით თუ ფიქრობენ ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებების განხორციელებას , ეს ნამდვილად ვერ მოიტანს იმ შედეგს რაც სურს ქართველ საზოგადოებას,“-განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.
 
ცვლილებები განათლების სისტემაში – სკოლის მე-11-ე კლასელები 2019 წელს გამოცდებს არ ჩააბარებენ, საატესტატო გამოცდები კი 2020 წელს მე-12-ე კლასელებსაც გაუუქმდებათ. ასევე ზოგადი უნარების გამოცდა ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო აღარ იქნება და ის არჩევითი გახდება. შესაბამისად შეიცვლება საგრანტო სისტემაც, რომელიც ამ დრომდე ზოგადი უნარების ტესტის შედეგებით განისაზღვრებოდა.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...