მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,მათ იცოდნენ, რომ შევუბრუნებდი ხელს, როდესაც საქართველოს დაესხნენ თავს. შევცდი?...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მათ იცოდნენ, რომ შევუბრუნებდი ხელს, როდესაც საქართველოს დაესხნენ თავს. შევცდი? არ ვიცი, ჯონ მაკკეინმა თქვა, არასდროს არ შეიძლება სააკაშვილის მიერ თავის სამშობლოს დაცვა ჩაითვალოს შეცდომად“

Published on

„ლიეჟის კრებაზე ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მწყობრი სამოქმედო გეგმა გამოვაცხადოთ,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
 
ფილადელფიის უკრაინულ ცენტრში შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, სამოქმედო გეგმა, რომელსაც ემიგრანტებთან ერთად განახორციელებს. ამის მიზანს კი საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს.
 
„ამ კრებაზე ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მწყობრი სამოქმედო გეგმა გამოვაცხადოთ იქ დარჩენილი ნაწილის და ძალების მიხედვით, აქ წამოსული ხალხის მობილიზაციით, როგორ მოვახდინოთ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, ძალადობის გარეშე ამათი მოშორება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნეს, რომ საჭიროა გაერთიანება და აუცილებელია საქართველოში დაბრუნება.
 
„ჩვენი მიზანია, დავბრუნდეთ სახლში… მე ჩემი ქვეყანა მეძახის,“ – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
 
შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკული კითხვებიც ისმოდა. ქართველმა მფრინავმა, რომელიც დღეს აშშ-ში ცხოვრობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსეთთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
 
„რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ 2008 წლის შემდეგ, ის მოვლენები, რაც განხორციელდა, იყო პირდაპირ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული, თქვენი მმართველობის პერიოდში ვინ იყო ის პირი და ის ძალები, რომელთან ის მოახდინეს, რაც 2012-ში მოხდა და თქვენ თუ გრძნობთ ამის შესახებ პასუხისმგებლობას,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.
 
სააკაშვილის თქმით, ის ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანია, რომლის კონტროლსაც რუსეთი ვერ ახორციელებს.
 
„არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილი, რახან თავს არ უხრიდა, ეს რუსეთს აწყობდა, რუსეთმა ეს გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. სჯობდა, ფეხები აგველოკა და იქნებ ფეხი არ გაეკრა, მაგრამ ვაიმე, რომ ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო ულოკავ, მით უფრო შეიძლება დაგაბიჯოს. ვაიმე, ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ნიანგს რამდენიც არ უნდა აჭამო, ბოლოს მაინც ხელს მოგაჭამს, მაგრამ ამასაც აქვს თავის არსებობის უფლება, მთელი თაობები გაიზარდა მონობის ფსიქოლოგიაში, რომ უნდა გაუწვე.
 
დიახ, მათ შეისწავლეს ჩემი ფსიქოლოგია, დიახ, მათ იციან, რომ მე არასდროს არ დავუხრი თავს. კი მათ იცოდნენ, რომ მე შევუბრუნებდი ხელს, როდესაც საქართველოს დაესხნენ თავს. შევცდი? არ ვიცი, ჯონ მაკკეინმა თქვა, არასდროს არ შეიძლება სააკაშვილის მიერ თავის სამშობლოს დაცვა ჩაითვალოს შეცდომად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ფინანსური პოლიცია ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის სახლებში შევიდა

გიორგი ჩიკვაძე ციხეში გადაჰყავთ, მის სახლში კი "პირველების" ინფორმაციით, ფინასური პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა. რას...

მოსკოვის ოლქსა და მოსკოვს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს

მოსკოვის ოლქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და...

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს,...

აშშ-ის სენატორებმა რიშმა და შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ...