მთავარისიახლეებიპოლიტიკამღვედელმონაზონი ანდრია: ,, აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებები ყველაზე მეტად...

მღვედელმონაზონი ანდრია: ,, აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი”

Published on

სოციალურ ქსელში  "პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა  ინაშვილი და გიორგი თარხან-მოურავი  საპატრიარქოს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალიას და ამ კონტექსტში ჭყონდიდელ მიტროპოლიტს აკრიტიკებენ.
 
მღვდელმონაზონი ანდრია სარიათვლის, რომ პაფტია ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს – ანისნული პირები საუბრობენ უმრავლესობის სახელით,  . ულტიმატუმს უყენებენ სინოდს და არ ერიდებიან ცილისმწამებასა და მკრეხელობას.
 
რაც შეეხება ინაშვილ-თარხან-მოურავის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ გაკეთებულ მოწოდებას, სასულიერო პირი ამბობს, რომ მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს.
 
მისივე შეფასებით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი:
 
"საქართველოში, სამწუხაროდ არსებულ ისედაც მძიმე ვითარებისას, დასანანია რომ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსმა'' მოინდომა მდგომარეობის გამძაფრება. ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს მართებულად რომ ვერასდროს აფასებდნენ ეს გასაგებია, მაგრამ ახლა უფრო შორს გაიჭრა მათი ხედვა და ეკლესიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. თარხან-მოურავისა და ინაშვილის მიმართვა პირდაპირ გამოხატავს ჩვენი მტრებისადმი მორჩლების სულს. აშკარაა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადებები ყველაზე მეტად რუსეთისა და საქართველოში მათი წარმომადგენლებისთვისაა მიუღებელი.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....