მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მე მაქვს მობილიზებული 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის"- სააკაშვილი

„მე მაქვს მობილიზებული 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის”- სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისი ამოცანაა, ახალი სახეების და ადამიანების აღმოჩენა. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი ქვეყანას უამრავი ადამიანი ტოვებს.
 
„მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ. საქართველოში, როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი იქიდან მოშორდება,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
 
 საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანების რესურსზე საუბრობს. 
 
„ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ლიდერობა, არის საუკეთესო რესურსზე ლაპარაკი საქართველოს გარეთ და საქართველოს შიგნით. ლიეჟში, ეს არის შეკრება უცხოეთში მყოფი ქართველების და საქართველოში მყოფი ქართველების, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ რეჟიმი მშვიდობიანი წინააღმდეგობებით,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...