მთავარისიახლეებიპოლიტიკაპუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ავიალაინერი თბილისში - ევტუშენკოვს ინტერესები, სავარაუდოდ, საქართველოშიც აქვს

პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის ავიალაინერი თბილისში – ევტუშენკოვს ინტერესები, სავარაუდოდ, საქართველოშიც აქვს

Published on

10 დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საეჭვო თვითმფრინავი დაეშვა. ლაინერი მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა საქართველოში და შემდეგ ქვეყანა ისევ დატოვა.

ირკვევა, რომ ავიალაინერი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ეკუთვნის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პირდაპირი დავალებით, ინვესტიციებს ახორციელებს ანექსირებულ ყირიმში, უკრაინის ტერიტორიაზე. ვლადიმერ ევტუშენკოვი ცნობილი მილიარდერია. ის რუსეთში უმსხვილესი მობილური ოპერატორის, "ემტეესის" მფლობელი სისტემა ჰოლდინგის მთავარი მეწილეა.

მისი საეჭვო საქმიანობიდან გამომდინარე, შეერთებულ შტატებს ევტუშენკოვიშეყვანილი ჰყავთ სპეციალურ სიაში. მას აკვირდებიან და მისი ქმედებების შესწავლით არიან დაკავებულნი.

ასეთი ბიოგრაფიის მქონე ოლიგარქის თვითმფრინავის თბილიში ვიზიტი ბადებს კითხვას, ვინ იყო ამ თვითმფრინავის მგზავრი, იყო თუ არა თავად ოლიგარქი და რა მიზნით ჩამოფრინდა თბილისში ერთი დღით?

ერთი შესაძლო პასუხი კითხვაზე, რატომ ჩამოფრინდა ევტუშენკოვისთვითმფრინავი თბილისში, ბიზნესმენს რომან ფიფიას აქვს. მისი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ევტუშენკოვი რუსთავის აზოტით არის დაინტერესებული, რომლის მფლობელიც ადრე რომან ფიფია იყო. ფიფიას წარმომადგენლის მტკიცებით, მან რუსთავის აზოტი ევტუშენკოვის ხელშეწყობით დაკარგა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...