მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპული სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, სადაც ერთი მატჩიც კი არ ჩატარებულა, მწყობრიდან გამოსულია...

ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, სადაც ერთი მატჩიც კი არ ჩატარებულა, მწყობრიდან გამოსულია [Video]

Published on

ზუგდიდის ახალ სტადიონზე, რომელიც ჯერ კიდევ არ გახსნილა, ჭერი ჩამოინგრა.  არენა მძიმე ვითარებაშია.სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა იმთავითვე პრობლემები წარმოიშვა – მოედნის საფარი უხარისხი იყო, რასაც ბეტონის ჯებირიც დაემატა, რომელსაც იდი ხმაური მოყვა. სტადიონზე, სადაც ჯერ ერთი მატჩიც კი არ ჩატარებულა,  შიდა ინტერიერიც გამოვიდა მწყობრიდან.შექმნილი ვითარების გამო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი პასუხისმგებლობას ზუგდიდის მერიას აკისრებს, რომელმაც სტადიონი იმ ფორმით ჩაიბარა, რა ფორმითაც ფოტოებზე ჩანს. სტადიონზე პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია (როგორ, ეს უკვე სახეზეა). "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ " სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხები საპრეზიდენტო არჩევნებში დაიხარჯა და და არა მარტო აქ, სეკვესტრები სხვაგანაც იქნება და ეცდებიან არჩევნებში დახარჯული თანხები ამ გზით ამოიღონ". ა. ო. "საუნჯეს" ხელმძღვანელი იაგო ფასანძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია პირველი იყო, ვინც ეჭვით უყურებდა კომპანიას, რომელსაც ეს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა.
შეგახსენებთ, სტადიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „დაგიმ“ ააშენა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარი იყო, სტადიონის ტევადობა კი 7 200 მაყურებელზეა გათვლილი.
 

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...